თურქეთი რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ

23 ივნისი 2018, 00:00 1869 ნახვა

თურქეთში ხვალ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგადაც ქვეყანას ახალი უფრო ფართო უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტი ეყოლება. საკონსტიტუციო ცვლილებები ხმების მცირე უპირატესობით 2017 წლის რეფერენდუმზე მიიღეს და მას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა მოაწერა.  

რეჯეპ თაიპ ერდოღანი დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ქვეყანას  ძლიერი საპრეზიდენტო სისტემა სჭირდებოდა, რომლიც არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

არჩევნებში მისი ოპონენტები არიან მუჰარემ ინჯე მთავარი ოპოზიციური სახალხო პარტიიდან, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პროქურთული პარტიის ლიდერი სელაჰატინ დემირტაში,  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მერალ აკსენერი, თემელ კარამოლაოღლუ პარტიიდან "ბედნიერება" და დოღუ პერინჩეკი პარტიიდან "სამშობლო".

თურქულ პოლიტიკაში 16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ერდოღანი ახლა კვირის არჩევნების წინ  ყველაზე რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგანაც მისმა ოპონენტებმა ბოლო წლებში დასუსტებული ოპოზიცია ორ თვეზე ნაკლებ ვადაში  გამოაცოცხლეს და გააძლიერეს.

გამოკითხვების თანახმად,  რეჯეპ თაიპ ერდოღანს შესაძლოა ბრძოლის გაგრძელება მეორე ტურში მოუხდეს, ხოლო მისმა მმართველმა პარტიამ 600 ადგილიან პარლამეტში უმრავლესობა დაკარგოს.  წამყვანი

ამავე კატეგორიაში