საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების გამოკითხვა დასრულდა 

22 ივნისი 2018, 00:00 1579 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი  დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს გარდაცვლილი არასრულწლოვნების მშობლები შეხვდნენ. ორი საათი ისაუბრა მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ გახმაურებული საქმის შესახებ.

ლევან დადუნაშვილის ოჯახი გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას ენდობა, დადუნაშვილის დედის განმარტებით ისინი მიღებული შოკის გამო თავდაპირველად არ მონაწილეობდნენ პროცესებში,  თუმცა მოგვიანებით სასამართლოებასაც ესწრებოდნენ და საქმის მასალებსაც დეტალურად გაეცნენ. ამბობს რომ ქონდათ კითხვები რაზეც გამომძიებლებისა და პროკურორებისგან პასუხს იღებდნენ. ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა და სრულ ნდობას უცხადებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ნათია საყვარელიძის განმარტებით, ლევან დადუნაშვილი ინციდენტის ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდა და ის მანმადე კონფლიქტში არ მონაწილეობდა. 

ლევან დადუნაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ნათია საყვარელიძესტან შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა.  რაც შეეხება კომისიას, ის აგრძელებს მუშაობას და აპირებს ის პირები ვისი მისამარტიტაც კიტხვები არსებობს პარლამენტში დაიბაროს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში