მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი იქნება

19 ივნისი 2018, 00:00 3329 ნახვა

მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. პერიოდულად იწვიმებს, თუმცა წვიმა იქნება ხანმოკლე, მოსალოდნელია ​ელჭექიც

ბათუმში შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი და ხვალაც, 20 ივნისს,  უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +27 გრადუსი.

მთლიანად აჭარაშიც ხანმოკლე წვიმა და ღრუბლიანობაა ნავარაუდევი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში