ჩაქვში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ

17 ივნისი 2018, 00:00 1707 ნახვა

ამ წუთებში ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ 2 კაცს ოპერაცია უტარდება. ერთს მოტეხილობები ხელის, მეორეს კი მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში არიან მოთავსებული, ექიმების ინფორმაციით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო პოლიციამ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში