უქმე დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

15 ივნისი 2018, 00:00 1663 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდის მაჩვენებლები ცოტათი გაუარესდება. შაბათ-კვირას საქართველოში ამინდს საშუალო სიძლიერის ციკლონთან არსებული ნოტიო ჰაერის მასები განსაზღვრავს, რის გამოც, ქვეყანაში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. 

უქმეებზე პერიოდულად იქნება ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ხვალ, 16 ივნისს, ბათუმი- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +21 დღისით +26 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმა იქნება მაღალმთიან რეგიონებშიც და სანაპირო ზოლში. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში