ბათუმში ბავშვი მოკლეს - შსს-მ ერთი პირი დააკავა

14 ივნისი 2018, 00:00 2797 ნახვა

მკვლელობა ბათუმში. მოკლულია 4 წლამდე ბავშვი. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ რომ ბრალდებულმა გარდაცვლილის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში თავად დატოვა.

ბრალდებული და მოკლული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ისინი საცხოვრებელ სახლში სადაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, ერთი თვის წინ გადავიდნენ.

ბოლო ინფორმაციით ბრალდებული მოკლულის ოჯახის ახლობელია. მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში