იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

08 ივნისი 2018, 00:00 1378 ნახვა

თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია მიმდინარეობს. საინიციატივო ჯგუფი – თავისუფლებისთვის წევრები მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
 

მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ:

იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა;

იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს;

იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ;

იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად;

თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან;

იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო;

თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი;

სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია;

წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე;

იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი