რატომ არ აშენდა სპორტული კომპლექსი ქობულეთში?

13 ივლისი 2016, 00:00 4600 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და აჭარაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ვარშალომიძე ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ასევე მოინახულა ტერიტორია, სადაც სპორტსკოლა უნდა აშენებულიყო. მისი თქმით, პროექტი წლების წინ შეიმნა თუმცა არ განხორციელდა. ქობულეთის გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ პროექტში თავიდანვე მშენებლობის თანხა შეუსაბამოდ იყო გაწერილი პროექტის ღირებულებასთან. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 5 მილიონის ნაცვლად სპორტული კომპლექსის მშენებლობას 3 მილიონად გეგმავდა, თუმცა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება და აური თქვა მის გაგარძელებაზე.  ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ამჯამად პროექტი შესწორდა და მას სამხარაულის სახელობის საექსპორტო ბიუროში ტექნიკურ ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით ახალი ტენდერი გამოცხადდდება. თუმცა წინასწარი გათვლებით კომპლექსის მშენებლობა 4 მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდება.  

ამავე კატეგორიაში