წერეთლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები

14 აპრილი 2016, 00:00 3248 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმში წერეთლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა. შენობის რეკონსტრუქცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ბაღის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც დამატებითი სართული აშენდება.

საბავშო ბაღის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება ჯგუფების რაოდენობაც : არსებული 5 ჯგუფისა და 175 აღსაზრდელის ნაცვლად რეაბილიტირებულ საბავშო ბაღში 8 ჯგუფი და 280 ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 968 997 ლარის ღირებულებისაა. დღეისათვის შესრულებულია დაახლოებით 70 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. სატენდერო პირობების თანახმად მშენებლობა 2017 წლის 14 მაისამდე უნდა გაგრძელდეს. თუმცა კომპანია სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვარაუდობს.

ამავე კატეგორიაში