შალვა კუჭაშვილი - ''მუქარის შემცვლელ შეტყობინებებს მიგზავნიან''

03 ივნისი 2018, 00:00 3150 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გავემიჯნე და ამის გამო, ელისო კილაძემ ჩემზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მე კი ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე, რომ ელისო კილაძეს არ შევეკითხები, ვისთან ვიმეგობრებ. სტატუსის გამო, კილაძის შვილი ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნის და მემუქრება, – ამის შესახებ მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა შალვა კუჭაშვილმა განაცხადა.

ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია ამბობს, რომ არასრულწლოვანზე განხორციელებული მუქარის გამო ის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ს მიმართავს. 

აქციის მონაწილის თქმით, მუქარის მიზეზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისგან გამოყოფაც იყო. შალვა კუჭაშვილი ირწმუნება, რომ მას ელისო კილაძის შვილი, დათო ხარშილაძე ემუქრება. აქციის მონაწილემ დღეს მედიის წარმომადგენლებს გამოგზავნილი შეტყობინენებიც აჩვენა. 

''ეს არის არასრულწოვანზე ზეწოლა. იმის გამო რომ მე გამოვეყე ამ აქციას, მაყენებს შეურაცხყოფას. იყო გინებაც, უცენზური სიტყვებიც, ყველაფერს ვერ წავიკითხავ, უხერხულია. ელისო კილაძის შვილი მუქარის შემცველ შეტყობინებებს ფეისბუქზე მიგზავნის, მინდა აქედან მივმართო, არ მეშინია'' - განაცხადა კუჭაშვილმა

ის ორი დღის განმავლობაში ზაზა სარალიძის გვერდით, რუსთაველის გამზირზე იდგა. დღეს კი მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გაემიჯნა.

ამავე კატეგორიაში