"მე ვერ დავინახე ხალხის ერთობა, ვერც იქ და ვერც აქ,მივდივარ სახლში" - ზაზა სარალიძე

03 ივნისი 2018, 00:00 213913 ნახვა

ზაზა სარალიძემ ამ წუთებში ვაკის პარკი დატოვა, მისი განცხადებით მან ვერ დაინახა ხალხის ერთობა, ვერც აქ და ვერც იქ. ზაზა სალარიძემ ტერიტორია ბავშვებთან ერთად დატოვა.

ამ დროისთვის უცნობი რჩება, დაბრუნდება თუ არა სარალიძე რომელიმე აქციაზე. 

ზაზა სარალიძე აქციაზე ერთი საათის წინ, სახალხო დამცველთან ერთად მოვიდა. მას ოვაციებით შეხვდნენ და თხოვდნენ დაეტოვებინათ პარლამენტის აქცია. მოგვიანებით, ვაკის პარკთან, რამდენიმე მოქალაქესა და სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა ჟურნალისტებს ამ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. დაპირისპირება კამერებმა დააფიქსირეს, სადაც მოქალაქეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორც ზაზა სალარიძეს, ასევე სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განმარტებები არ გააკეთა, კომენტარი არც ზაზა სალარიძეს გაუკეთებია, ის ტაქსით სახლში წავიდა.

ამავე კატეგორიაში