ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაცია გრძელდება

14 აპრილი 2016, 00:00 3466 ნახვა

ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები ინოვაციური მეთოდით - მილის ქსოვილის განახლების პრინციპით ხორციელდება.  პროექტის მიხედვით, მოხდება მილის კედლების განახლება შიდა გამოკვრის გზით. ჩაქვის ხაზი ქალაქის საბაზისო წყალსადენს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ჯამში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მილის 4.2 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება და მოიცავს ნონეშვილის, გოგოლის, ერისთავის ქუჩებს და თამარ მეფის გამზირის გასწვრივ ტერიტორიას.

სასმელი წყლის გაყვანილობის რეაბილიტაციისას მილის ქსოვილის განახლების მეთოდს, სხვა უპირატესობებთან ერთად, აქვს შემდეგი დადებითი მხარეები: ექსპლუატაციის უსაფრთხოების გაზრდა, კოროზიისგან დაცვა, რისკების შემცირება, მილსადენების შენახვის ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის მინიმალური ვადები.

პროექტი უნიკალურია პოსტსაბჭოთა სივრცისათვის და საქართველოში პირველად ხორციელდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შEKIშUI შPღ Aუსტრია GმბH“ აწარმოებს. ღირებულება 5 მილიონ 510 ათას 426 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შესაბამისად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი