საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს

12 ივლისი 2016, 00:00 3809 ნახვა

დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ გადაეცა ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე დელფინარიუმის წინ მდებარე მიწის ფართი. აქ სასტუმრო უნდა აშენდეს და საპრივატიზაციო თანხა 978 ათასი ლარი მთლიანად მერიის ბიუჯეტში შევა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე აკვარიუმი უნდა აშენებულიყო. დღესვე ცვლილება შევიდა მიწათსარგებლობის გეგმაში და ბათუმში ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ათას 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, იქ სადაც ინვესტორი სარიტუალო დარბაზის და საგამოფენო სივრცის მშენებლობას გეგმავს, რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის ცვლილების თხოვნით მერიას აჭარის ფინანსთა სამინისტრომ მიმართა. 

ამავე კატეგორიაში