ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში რჩება

29 მაისი 2018, 00:00 1878 ნახვა

ყაჩაღობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გაითვალსწინა სახელმწიფო ბრალმდებელის შუამდგომლობა და პროკურორების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის ეს ის ბრალდებულია, რომლის ადვოკატმაც გუშინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია როგორ იღებენ ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ დეენემის ანალიზს.


სწორედ ამას უწოდა პაატა შავაძემ ძალის გადამეტება, სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ არ იკვეთება ცალსახად შესაძლო ტკივილის გამოწვევა, სხვა შემთხვევაში კი ნიმუშის ძალის გამოყენებით აღება დასაშვებია, თუ ამას ნებით არ თანხმდება ბრალდებული. ამაზეა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში