საბანკო-საფინანსო სექტორში დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა

29 მაისი 2018, 00:00 1732 ნახვა

საფინანსო-საბანკო სექტორში ახალი წესები ამოქმედდა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სესხებზე და კრედიტებზე აქამდე მოქმედი კანონები უსამართლოა და ახალ პრინციპებზე დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

რეფორმის მიხედვით, სალომბარდო სესხის შემთხვევაში, მსესხებლის ვალდებულება მხოლოდ დაგირავებული ნივთით შემოიფარგლება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით ხშირად, ლომბარდები კრიმინალების მიერ გამოიყენება, ამიტომაც სფეროს გამჭვირვალობა აუცილებელია.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ყველა ლომბარდს მოუწევს აღრიცხოს დალომბარდებული ნივთები, რომლებზეც წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

მინისტრი ჭარბვალიანობას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

მინისტრის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

ამავე კატეგორიაში