ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება

28 მაისი 2018, 00:00 1365 ნახვა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარს უჭერენ.

დოკუმენტი დეპუტატებმა ვარშავაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-მ უნდა განაგრძოს ღია კარის პოლიტიკა და დაადასტუროს პარტნიორი ქვეყნების უფლება, დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი გააკეთონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რომელიც თავისუფალია გარე ზეწოლისგან. „საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში უნდა გაგრძელდეს და წინ უნდა იქნეს წაწეული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვარშავაში გამართული სესიის ბოლოს მიღებულ დეკლარაციაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებასა და მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში