აღდგენითი სამუშაოები სტიქიის ზონებში

12 ივლისი 2016, 00:00 3395 ნახვა

აღდგენითი სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ ზონებში. სტიქიის შედეგებს სოფელ ჯალაბაშვილებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები გაეცნენ. ამ ეტაპზე სოფელში დამეწყრილი გზა გაწმენდილია. დამატებით უნდა ჩატარდეს ფერდსამაგრი სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სოფელში მუდმივმოქმედი კომისია სამუშაოებს ხელახლა შეისწავლის. ჩატარდება გეოლოგიური კვლევა მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის. საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათას ლარით დაზარალდა. 

 ქედის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები სამუშაოებს შუახევში გაეცნენ. აქ ადიდებულმა მდინარემ 5 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ამ დროისთვის ადგილზე დროებითი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალი 107 ათასი ლარია. 

ამავე კატეგორიაში