უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

27 მაისი 2018, 00:00 1653 ნახვა

უკრაინას ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს-ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომესადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მოცილება რუდიმენტებისა იმ პოლიტიკური პროექტიდან, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიფიქრა და „რუსულ სამყაროდ“ იწოდება.

მართლმადიდებელი ეკლესიის კრება 28 ივლისს უნდა ჩატარდეს სადაც შესაძლოა საკითხის დღის წესრიგი დადგეს. ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას,998 წლიდან 1686 წლამდე ექვემდებარებოდა. 1686 წელს კი კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი