ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე  ქალი დაჭრეს

27 მაისი 2018, 00:00 4416 ნახვა

ცოტა ხნის წინ ბათუმში 30 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. მას ჭრილობები სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა აღმაშენებლის 34 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. დაშავებული ამ წუთებში ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში