დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით

27 მაისი 2018, 00:00 1491 ნახვა

ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო ღონისძიებები ერთდროულად აჭარის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გამოძიების ინფორმაციით გასული წლის 29 დეკემბერს ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავ დაესხა 1954 წელს დაბადებულ ქალს და 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამავე კატეგორიაში