11 ბრძოლა - 11 მოგება

23 მაისი 2018, 00:00 2172 ნახვა

დღეს, ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს XI სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა სუმოტორიმ ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონელი კოტოშოგიკუ დოჰიოზე ეფექტური ილეთით - უვატანაგეთი დაანარცხა და ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მიითვალა. გორგაძე მიმდინარე ბაშოზე კვლავ ერთადერთი სუმოტორია, ვინც ყველა შეხვედრა მოიგო. 

ტოჩინოშინის მდევრები, თითო მარცხით უმაღლესი რანგის სუმოისტები ანუ იოკოძუნები: ჰაკუჰო და კაკურიო არიან. ქართველი ხვალინდელ შეხვედრას სწორედ ლეგენდარულ ჰაკუჰოსთან გამართავს. 

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 4 სატურნირო დღეა დარჩენილი, ლევანი კი იმპერატორის თასის მოპოვების უპირველესი კანდიდატია.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში