ჩამოწერილი სასწრაფო დახმარების ავტომობილების ავტოპარკი ხულოში

24 მაისი 2018, 00:00 5018 ნახვა

ამორტიზირებული სასწრაფო დახმარების ავტომობილების ავტოპარკი  ხულოს სამედიცინო ცენტრის ეზოშია მოწყობილი.

ჩამოწერილი მაქნანები, სამედიცინო ცენტრის ეზოს დიდ ნაწილს იჭერს, თუმცა როდის გაიყვანენ  ავტომობილებს ტერიტორიიდან  ჯერ უცნობია.

აჭარის სასწრაფო სამედიციო  დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მანქანების ნაწილი სადაზღვეო კომპანიის საკუთრებაა, ხოლო ნაწილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბალანსზეა, ამიტომ ამ ეტაპზე საკუთრების გამიჯვნა ხდება.  

მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ორი თვის წინ განახლდა.  რეგიონებს 6 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის ავტომანქანები ხულოს, შუახევსა და ქედაში განაწილდა, ხოლო ძველი საბჭოთა მანქანები ხულოს "ავტოპარკში" აღმოჩნდა. 

 

 

 

ამავე კატეგორიაში