საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი ბათუმში ერთ ლოკაციაზე აღი​ნიშნება

21 მაისი 2018, 00:00 3083 ნახვა

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, ბათუმში ერთ ლოკაციაზე, საოცრებათა მოედანზე აღნიშნავენ. ბათუმის მერია, საზეიმო ღონისძიებებს, დამატებით, მხოლოდ ბოტანიკურ ბაღში გეგმავს, სადაც  ვარდების გამოფენა გაიმართება.

როგორც ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონი საბაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განსხვავებული ბიუჯეტი არ დამტკიცებულა და აქტივობებისთვის 80 ათასი ლარი ჰქონდათ გამოყოფილი.

ხვდება თუ არა განსაკუთრებულად ამ დღეს ბათუმის მერია და რატომ გამოიყო 26 მაისისთვის იმდენივე თანხა, როგორც გასულ წლებში? ბათუმის ვიცე-მერი ლელა სურმანიძე აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ 80 ათასი ლარი 26 მაისს გასამართ ღონისძიებებისთვის გამოიყო, ფინანსები მერიამ კვირეულის განმავლობაშიც დახარჯა.

"მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მერიამ პორტის მიმდებარედ ყვავილები დარგო და საიუბილეო სიმბოლიკა 100 წელი გამოსახა. გარდა ამისა, გამწვანების სამსახურმა დარგო 100 ხე ქალაქის ტერიტორიაზე. გაიმართა საჯარო ლექციები, ღონისძიებები საბავშვო ბაღებში, მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება მწვანე კონცხზე, სტუდენტებისთვის "ბათუმის ცენტრალურ პარკში" ჩატარდა ლექცია და ა.შ. მთელი ქალაქის მასშტაბით გამოიფინება დროშები, მოირთვება წრიულები... რაც შეეხება ღონისძიებებს, საოცრებათა მოედანი საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და ჩავთვალეთ, რომ ჯობდა ერთ ლოკაციაზე შეკრებილიყვნენ მოქალაქეები და მრავალფეროვანი გასართობი თუ საზეიმო ღონისძიებები გაგვემართა" - აცხადებს ლელა სურმანიძე.

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება და 23 საათამდე გასტანს.

ღონისძიების ყველაზე მასშტაბურ ნაწილს, საქართველოს შეიარაღებული ძალები უწევს ორგანიზებას, სამხედრო ტექნიკა გამოიფინება „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტად ისევე, როგორც ეს გასული წლის 26 მაისს იყო და მას საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა.

ამავე ტერიტორიაზე გამოფენს თავის ტექნიკურ საშუალებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

 12 საათზე დაიწყება პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“.  მოეწყობა მსვლელობა ქალაქში და სანახაობა საოცრებათა პარკში.

გამოიფინება დამოუკიდებლობის 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოები, დაგეგმილია ლიტერატურული პერფორმანსი – ''დროშები ჩქარა!''.  ასევე, ჩატარდება ლექცია.

იგეგმება შუქურას გასწვრივ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც.

"საოცრებათა მოედანზე" დაგეგმილია საბავშვო ღონისძიებები 12:00 – 18:00 საათამდე,  14:00 -იდან 18:00 საათამდე კი სპორტული აქტივობები.

17:10 წუთზე გაიმართება ფლეშმობი – აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ფლეშმობში ქალთა კამერული გუნდი, ბათუმის ''ჯაზ ბიგ ბენდი'', ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი, კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლები და სასულე ორკესტრი მონაწილეობენ. 

15:00 საათზე შუქურასთან ფოლკლორული სცენაც მოეწყობა. საღამოს 6  საათზე კი მთავარ სცენაზე ქართველი მომღერლების და მუსიკალური ჯგუფების კონცერტი გაიმართება. 

მონაწილეები: 

18  : 00 – ანსამბლი ''ლილე''

19   : 00 –  ''ნევროზი''

20  : 00 – ''4 Seasons'' 

21  : 00 - სოფო ხალვაში, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე,

22  : 00 –  Sound Lab  

ქალაქში თარიღის აღსანიშნავად, ბათუმის აეროპორტიდან თამარის დასახლებამდე დროშებს დაკიდებენ, დიდი დროშები გადმოიფინება ერას მოედანზე და მერიის შენობებზეც. 

სიმბოლიკიანი დროშები (100 წელი) განთავსდება  გორგილაძის ქუჩაზე,  ქალაქის შემოსასვლელში, რუსთაველზე თეატრთან და ევროპის მოედანზე.
 

რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის მუნიციპალიტეტებში ღონისძიებების ჩამონათვალი:

 ქედაში კვირეული დღეიდან იწყება და  26 მაისამდე გაგრძელდება. 

·      ღონისძიებები მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებსა და კლუბებში;

·      საჯარო სკოლებში -ისტორიულ-ლიტერატურული საღამოები და თემატური გაკვეთილები

·      საბავშვო ბაღებში - დილა-დამოუკიდებლობის 100 წელი

·      კონფერენცია ქედის საჯარო ბიბლიოთეკაში

·      სპორტული ღონისძიებები:

·      მარათონი (2 კმ), ბირთვის კვრა, კალათბურთი, ფრენბურთი;

·      ხატვა თემაზე „დამოუკიდებელი საქართველო“;

·      ჰიმნი - ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები(ბიჭები); ფლეშმობი - ,,ხორუმი“.

·      თემატური გამოფენები დაბა ქედის  სკვერში

·      მოზარდების მსვლელობა ქედის ქუჩებში დროშებით, ჩოხებითა და ჯარის ფორმებით

·      დროშის ფერებში ფრანების გაშვება

·      კონცერტი ღია ცის ქვეშა დგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით .

შენიშვნა: ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მაისურებისა და დროშების შეძენა, რომლებიც დაურიგდებათ ღონისძიებებში მონაწილეებს და  სხვადახვა აქტივობებში გამარჯვებულებს.

ქობულეთი

13:00  - მიტინგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა   სახელობის სკვერში. მემორიალის ყვავილებით შემკობა.

14:00  - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - ქობულეთის მუზეუმი.

15:00   - ფლეშმობი ცენტრალურ მოედანზე.

15:30   - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების და სხვადასხვა სახის ნაწარმის (ტკბილეული, სასმელები)  გამოფენა.

16:00  - ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

18:00  - მოწვეული სტუმრების მონაწილეობით  კონცერტი გაიმართება. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

შუახევი

21- 25 მაისი  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;

22 მაისი - წლისთავისადმი მიძღვნილი სიმბოლურად 100 ხის დარგვა;

23 მაისი - წყალსაყრისა და ზამლეთის თემში  - ანსამბლ ,,ნოტას“-ს   კონცერტი;

24- მაისი - სპორტული ღონისძიებები დაბის ცენტრში

25 მაისი - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა; ბავშვებისათვის გასართობი შოუს მოწყობა; ძველი შუახევის ფოტო- გამოფენა; პერფომანსი, ფლეშმობი, საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალის შემკობა ყვავილებით;  საჯარო  კონფერენცია ბიბლიოთეკის დარბაზში.

შენიშვნა: კარგი ამინდის შემთხვევაში 25 მაისის და 26 მაისის ღონისძიება გაერთიანდება და  ერთ ღონისძიებად  გაიმართება 26 მაისს. 

ხელვაჩაური
25 მასის მოსწავლეთა მუნიციპალური კონფერენცია „საქართველოს ისტორიის სისხლიანი ფურცელი (9 მარტი, 9 აპრილი).

26 მაისი 

13:00  - სპორტული ღონისძიებები: სიმძიმეების აწევა, დარცი და ნარდი.

14:00 -    რეწვის ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

14:30  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური  შემსრულებლები).

15:30  - კუთხის წარმოჩენა ტრადიციული კერძებით.

17:00  - ფინალი საზეიმო ფოიერვერკით.

ხულო

26 მაისი 

12:00  საათი მსვლელობა ტრადიციული ეროვნული ქართული ფორმებითა და დროშებით მემედ აბაშიძის №21 -დან  რუსთაველის №11-მდე.

12:30 საათი, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია:  ხალხური რეწვის და მხატვართა  ნამუშევრების გამოფენა

12:45 საათი, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია: სურვილების დაფა: თემა: ახალგაზრდების თვალით დანახული საქართველო.

13:00 საათი, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია: ხატვა ქვაფენილზე ფერადი ცარცებით. თემა: ბავშვების თვალით დანახული საქართველო

13:15 საათი, დაბის ცენტრალურ სკვერი: სპორტული თამაშები: ჭადრაკი, ნარდი, შაში, მკლავჭიდი.

13 - 15 საათი, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია:  გასართობი საბავშვო პროგრამა.

14:00 საათი, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია:  ჰელიუმის ბუშტების გაშვება

14:20 საათი, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრი: დასკვნითი საზეიმო კულტურული ღონისძიება.

 

ღონისძიებაში მონაწილე ანსამბლები:

1.      ხიხაძირის კულტურის ცენტრთან არსებული ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,ხიხანი“.

2.      ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,არგინეთი“.

3.      ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,ბერმუხა“.

4.      საციხურის კულტურის სახლთან არსებული ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,საციხური“.

5.      ოქრუაშვილების სასოფლო კლუბთან არსებული მუსიკალური ჯგუფები.

6.      ძირკვაძეების სასოფლო კლუბთან არსებული მუსიკალური ჯგუფები

7.      ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

8.      ა.(ა).ი.პ. ,,ხულოს სახელოვნებო სკოლა“-სთან არსებული მუსიკალური ჯგუფები

9.      სოლო მომღერალი ლევან შავაძე

10.  ა.(ა).ი.პ. ,,ხულოს კულტურის ცენტრი“-თან არსებული  სიმღერის ფოლკლორული ჯგუფი ,,ხულო“.

11.  ვერნების სასოფლო კლუბთან არსებული მუსიკალური ჯგუფი ,,ვერნები“.

12.  ა.(ა).ი.პ. ,,ხულოს კულტურის ცენტრი“-თან არსებული მუსიკალური ბენდი ,,გოდერძი“.

13.  ვაშლოვანის კულტურის სახლთან არსებული მუსიკალური ჯგუფი ,,ხომლი“.

 

 

ამავე კატეგორიაში