ინგა გრიგოლიას  განცხადების  საფუძველზე   გამოძიება დაიწყო 

20 მაისი 2018, 00:00 1814 ნახვა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. მან უსაფრთხოების დაცვის თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებამ 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინგა გრიგოლიამ  სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მას უცნობი კაცი 2011 წლიდან ურეკავს, ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. როგორც აღნიშნავს პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. ინგა გრიგოლია თავდაცვის მიზნით შეიარაღებულად სიარულს აპირებს.

"მე არ მინდა მომკლან! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს არ იცის. ამ დღეებში ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ადამიანმა  სადაც წერს, რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს.-წერს ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ამავე კატეგორიაში