ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება

16 მაისი 2018, 00:00 2084 ნახვა

დღეს, 16 მაისს, ტოკიოში, ნაცუ ბაშოს მეოთხე სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოტორმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. [ვიდეო]

გორგაძის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელიც ქართველმა დოჰიოდან მარტივად, იორიკირის ილეთით გადაიყვანა. 


ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინს 4 დღის ჯამში 4 მოგება დაუგროვდა და ნაცუ ბაშოს რამდენიმე სუმოტორთან ერთად ლიდერობს. 
ხვალ, ლევანის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 8:7-ზე აქვს.

ამავე კატეგორიაში