აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15 მაისი 2018, 00:00 1820 ნახვა

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მათ ბიოწარმოების სტანდარტები და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამები გააცნეს.

ფერმერ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით წარსდგეს ევროპის ბაზარზე, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებს მცირემიწიანობის პირობებში მაღალხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქცია აწარმოონ. შეხვედრა „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართა, რომლის ინიციატორიც ორგანიზაცია „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ არის.

ამავე კატეგორიაში