ნარკოდანაშაული ქობულეთში

13 მაისი 2018, 00:00 2623 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი ქობულეთში დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად. უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი პოლიციამ გუშინ გამოკითხა.

საქმეს ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს. შსს განცხადებით, დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.  

ამავე კატეგორიაში