დაზიანებული ინფრასტრუქტურა

10 ივლისი 2016, 00:00 2407 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები და მისი შედეგები აჭარის მუნიციპალიტეტებში - უჩამბის ხეობაში 4 სოფლის მოსახლეობა ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გზის მეორე მხარეს დარჩენილი მოსახლეობა დროებითი გადასასვლელით სარგებლობს. სტიქიამ გაანადგურა მამუკა თურმანიძის და რამინ აბუსელიძის საკალმახე მეურნეობა. შეგახსენებთ, რომ დროებით აღდგენილი ხიდი ორი დღის წინ მოსულმა წვიმამ ისევ წაიღო. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი ხიდის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიკლებს. გიორგი რომანაძის ინფორმაციით, იგეგმება კაპიტალური ხიდის მშენებლობაც. 

ამავე კატეგორიაში