შსს: ''ნარკორეალიზაოტრებს მჭიდრო კავშირი ქონდათ კლუბებთან''

12 მაისი 2018, 00:00 1889 ნახვა

ღამის კლუბ ''ბასიანსა და ''კაფე გალერიში'' ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ კლუბების წარმომადგენლებთან. 

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში კლუბებში გახშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების ფაქტები, ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალების შემთხვევა, ისინი ღამით სწორედ ამ კლუბებში იმყოფებოდნენ. 

''სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გავხდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმეები. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი დადგა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვანი, იქნა გადაყვანილი სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში ჩატარდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც დაფიქსირებული იქნა ვიდეო საშუალებებით.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან გასაღებების მრავალჯერად ფაქტებს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან'' - განაცხადა ბრიფინგზე ვლადიმერ ბორცვაძემ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული კლუბის დაცვის წევრია. 

''ნარკორეალიზატორების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს წარმოადგენდა სწორედ კლუბების ტერიტორია. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. მისი დაკავება კლუბში განხორციელდა. პირადი ჩხრეკისას მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული.''

ამავე კატეგორიაში