ავარიის დროს 6 ადამიანი დაშავდა

10 მაისი 2018, 00:00 2316 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავარიის დროს 6 ადამიანი დაშავდა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიკოსების ინფორმაციით, დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მსუბუქად არიან დაშავებულები. 

პაციენტებს კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში