ჟურნალისტები ჭადრაკში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

10 მაისი 2018, 00:00 2055 ნახვა

18 მედიასაშუალების 30 ჟურნალისტი, 12 მაისს, საუკეთესო მოჭადრაკის სტატუსისთვის იბრძოლებს. საჭადრაკო ტურნირი აჭარაში გაიმართება.

ერთმანეთს ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინმედიის უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები  დაუპირისპირდებიან.  ტურნირში აჭარის საზოგადობრივი მაუწყებელის ჟურნალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

შეჯიბრებაში მონაწილეობის მთავარი პირობაა - ჟურნალისტებს არ ჰქონოდეთ ფიდე-ს რეიტინგი. 

„ბათუმი 2018"-ის ორგანიზატორი  43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტია. ტურნირში  გამარჯვებულებს  და საპრიზო ადგილებზე  გასულ   მედიასაშუალების წარმომადგენლებს პრიზები გადაეცემათ. 

 

ამავე კატეგორიაში