ბათუმში ავტომობილი საბურავების გარეშე დატოვეს 

10 მაისი 2018, 00:00 4612 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე თვითნებურად მოწყობილ ავტობაზრობასთან  ახლოს, ავტომობილის საბურავები მოიპარეს. მოქალაქე ბადრი ბერიძე ყვება, რომ მანქანა ეზოში ღამით გააჩერა, დილით კი ოთხივე საბურავი მოხსნილი დახვდა.

სავარაუდოდ, საბურავების მოხსნის შემდეგ, ქურდებმა ავტომანქანას ტროტუარის ფილები შემოუწყვეს.

დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული ოთხიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბურავების მოხსნის დროს მანქანა არ დაზიანებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი