ფაშინიანს სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა

08 მაისი 2018, 00:00 2243 ნახვა

სომხეთს ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს. იგი ოპოზიციის ლიდერი 42 წლის  ნიკოლ ფაშინიანია. მეორე ტურში ფაშინიანის კანდიდატურას, რომელიც რამდენიმე ფრაქციამ წამოაყენა, 59 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მან დღეს 14-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე პირველ მაისს.

მთავრობის მეთაურად ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის არჩევა მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატების მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი.

“რესპუბლიკური პარტია,” რომელიც პარლამენტში ხმების უმრავლესობას ფლობს, ოპოზიციაში გადადის, ისინი ფაშინაინის მთავრობაში არ იქნებიან წარმოდგენილნი. სომხეთის ახალი პრემიერის პირველი განცხადება და სამომავლო გეგმები

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში