მეწყერი სოფელ ჯალაბაშვილებში

09 ივლისი 2016, 00:00 1804 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა ქედაში. სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთან გააქტიურებულმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელს. უხვმა ნალექმა დატბორა სახლის  სარდაფი და დააზიანა ერთწლოვანი ნარგავები. მანველიძეების სახლთან გააქტიურებული მეწყრული პროცესების გამო ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი ჯალაბაშვილებში მცხოვრები კიდევ 10-მდე ოჯახი. ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქედის მუნციპალიტეტს სტიქიამ 108 ათას 600 ლარი ზარალი მიაყენა.  გამგებლის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მანველიძეების საცხოვრებელთან კი ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. გამგეობაში კვლავ მოქმედებს 24 საათიანი საგანგებო შტაბი. 

ამავე კატეგორიაში