ვაშლოვანში ბეტონის საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ

08 მაისი 2018, 00:00 2175 ნახვა

ხულოს ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით ქვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზად კომპანიის მიერ მერიაში გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენა სახელდება.

დღეს ამ ქარხნის მშენებლობა სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ვარაუდობენ, რომ ქარხნის ამუშავების შემდეგ წარმოქმნილი გამონაბოლქვი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ამ მოთხოვნით მათ დღეს გზა ნაწილობრივ გადაკეტეს.

ქარხანასთან ახლოს სოციალური სახლი მდებარეობს, სადაც 72 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ხვალ დილიდან აქციის განახლებას აანონსებენ და მოითხოვენ – მშენებლობა აღარ გაგრძელდეს.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში