ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ მინისტრად აირჩიეს

08 მაისი 2018, 00:00 3092 ნახვა

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. მეორე ტურში მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 42.

პირველ მაისს ფაშინიანმა დეპუტატების მხოლოდ 45 ხმა მიიღო. მთავრობის მეთაურად ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის არჩევა მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი. რესპუბლიკური პარტია, რომელიც პარლამენტში ხმების უმრავლესობას ფლობს,  ოპოზიციაში გადადის და ნიკოლ ფაშინაინის მთავრობაში წარმოდგენილი არ იქნება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა.

ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ  ფაშინიანის არჩევას  ზეიმობს.  მათ ხელში   სომხეთის დროშები უჭირავთ, ცეკვავენ და  მოედანზე დამონტაჟებული სცენის ფონზე სურათებს იღებს. რამდენიმე წუთში ახლადარჩეული პრემიერი მხარდამჭერებთან  მისვლას აპირებს.

ამავე კატეგორიაში