სესხი მოქალაქეებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება

06 მაისი 2018, 00:00 2158 ნახვა

ხვალიდან ძალაში ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია შედის, რომელმაც ხელისუფლების მოსაზრებით ქვეყანაში ჭარბვალიანობის  პრობლემა უნდა გადაჭრას. საუბარია სესხის გაცემის ახალ წესზე. თუ თქვენ ბანკს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან დოკუმენტაციას არ წარუდგენთ, დიდი ალბათობით კრედიტს ვერ მიიღებთ.

ეროვნული ბანკის ამ მოთხოვნაზე ეკონომისტების ნაწილს ნეგატიური, ნაწილს კი პოზიტიური მოლოდინი აქვს. მათი ნაწილი შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული პირობების ფონზე ჩრდილოვანი ფინანსური გარიგებების რიცხვის ზრდასაც არ გამორიცხავს ე.წ კერძო მევახშეებისადმი მიმართვის ხარჯზე.

საგანგაშოა მოვალეთა რეესტრში გადახდის უუნარო ადამიანების  სტატისტიკაც, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში 5 პროცენტით გაიზარდა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში