ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე ბრალდებული სამი სპორტსმენია

04 მაისი 2018, 00:00 2741 ნახვა

ჯელალ ქიქავასა და მის მეგობრებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 3 პირი პასუხისგებაში მისცეს. სამივე მათგანი სპორტსმენია.

1990 წელს დაბადებული მ.ვ. 1984 წელს დაბადებულ ზ.კ. და 1994 წელს დაბადებული ტ.კ. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში დაფიქსირდნენ.

ბრალდებულებმა გამოკითხვისას ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და განაცხადეს, რომ ქიქავამ მოჭიდავეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯელალ ქიქავამ პოლიციაში მივიდა, თუმცა აღნიშნული პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა.

ორ დაკავებულს 2 წლამდე, ხოლო ერთს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

''ლეიბორისტული პარტიის'' ყოფილი წევრი პარლამენტის წევრს, მუხრან ვახტანგაძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებდა.  

"წავიქეცი და დამიწყეს ცემა, ერთი ახალგაზრდა დაიხარა და მოკითხვა შენ ვახტანგაძისგანო, მეორემ წადი ახლა ძაღლებთან გვიჩივლე, ფეხები ვერ მოგვჭამონო.​ ამ ადამიანებს ჰყავთ მფარველი, მე ერთხელ ვამბობ და ადრეც განვაცხადე, რომ მუხრან ვახტანგაძე არის ზონდერი’’ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 მარტს მიცემულ ინტერვიუში ქიქავამ.

ამავე კატეგორიაში