გორგილაძის ქუჩა ავარიის გამო გადაიკეტა

03 მაისი 2018, 00:00 8210 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორგილაძის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში. ორი მსუქბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 4 დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გორგილაძის ქუჩა საგამოძიებო მოქმედებების გამო გადაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი