ნარკოტიკის დოზა-საკონსტიტუციო სარჩელი

03 მაისი 2018, 00:00 1408 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გეგა არღვლიანის სარჩელს განიხილავს. იგი სამართალდამცავებმა 0,25 მეასი ათასედი გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის უკანონოდ დამზადების ფაქტზე დააკავეს და მსჯავრდებულად ცნეს. მოსარჩელის განცხადებით, ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომლის ადამიანის თვალით აღქმა შეუძლებელია.


მოსარჩელეს ბრალი იმის გამო დასდეს, რომ აღნიშნულ ნარკოტიკზე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკის დამზადება წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს.

ამავე კატეგორიაში