ბრაზილიაში ხანძრის გაჩენისა და შენობის ჩამონგრევის შემდეგ 45 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

02 მაისი 2018, 00:00 817 ნახვა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მრავალსართულიან შენობაში ხანძრის გაჩენისა და შენობის ჩამონგრევის შემდეგ 45 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. სან-პაულუში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა გუშინ ჩამოინგრა.

ფორმალურად შენობა პოლიციას ეკუთვნოდა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ის მიტოვებული იყო და მასში თვითნებურად შესახლებული პირები ცხოვრობდნენ.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი