მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

01 მაისი 2018, 00:00 3492 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებულია დაახლოებით 58 წლის ქალი. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ავარიის დროს დაშავებული ''მედ ცენტრში'' გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი