ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება

27 აპრილი 2018, 00:00 2997 ნახვა

პროფილაქტიკური სამუშაოებისა გამო, ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმიდან ქობულეთში მიმავალი გვირაბით სარგებლობა აიკრძალება. მეორე გვირაბში კი ორმხრივი მოძრაობა იქნება.   

 "ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება" - წერია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში