თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

27 აპრილი 2018, 00:00 2428 ნახვა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე ლუხუმ ჯანჯარია გარდაიცვალა. ის საქართველოში უკვე გადმოასვენეს, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. 

ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ჟურნალისტის, დარეჯან ჩხიკვაძის ინფორმაციით,  მამის ცხედრის ამოცნობა შვილს გაუჭირდა. ლევან ჯანჯარია ამბობს, რომ გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება.

ტელეკომპანია ''იმედთან'' გარდაცვლილის შვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მამაკაცს კონფლიქტი საქართველოს მოქალაქესთან ჰქონოდა. თუმცა კონკრეტულად ვისთან ან რა მოტივით ვერ ამბობს.

ოჯახი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ცხედარი სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. თურქეთში სამუშაოდ, 47 წლის კაცი, ნაცნობის დახმარებით, 10 დღის წინ წავიდა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პასუხები ორ თვეში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი