ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა-შეხვედრა შსს-ში

26 აპრილი 2018, 00:00 1913 ნახვა

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის მონაწილებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვები გააცნო.

დისკუსია გაიმართა   შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნათა დარღვევაზე კანონმდებლობის გამკაცრების, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევის, გენდერული ნიშნით მკვლელობის თემებზე.

ამავე კატეგორიაში