18 კილოგრამი ნარკოტიკისთვის საქართველოში 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

25 აპრილი 2018, 00:00 2327 ნახვა

სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება,  ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე, საქართველოში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარდა.

ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 754 ადამიანი მისცეს. მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციელებმა, ბათუმსა და თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე აიყვანეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირანის კიდევ 3 მოქალაქე კი  თბილიში დააკავეს. პოლიციამ მათი ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილოგრამი და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

იმერეთში ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. სამართალდამცველებმა ასევე 51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი იპოვეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე, ქვეყნის მასშტაბით, 2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.

ამავე კატეგორიაში