ბათუმში გაუჩინარებული გოგონა თბილისში იპოვეს

24 აპრილი 2018, 00:00 10178 ნახვა

მეათე კლასის მოსწავლე, რომელსაც სამართალდამცველები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, თბილისში  იპოვეს. იგი  მეგობრის სახლში იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მალე მას ოჯახში დააბრუნებენ. 

არასრულწლოვანი სახლიდან 5 დღის წინ, 20 აპრილს, პარასკევს დილით 9-ის ნახევარზე სკოლაში წავიდა, თუმცა სასწავლო დაწესებულებაში არ მისულა.

დედა ღამის 12 საათამდე ელოდა შვილს, შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდა. ლია მწერალიშვილის თქმით, გოგონას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში