საცობები ბათუმის ქუჩებში

08 ივლისი 2016, 00:00 4613 ნახვა

უხვი ნალექის გამო ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მისვლა თამარის დასახლებაში საავტოობილო გზაზე შექმნილი საცობის გამო შეუძლებელია. მოძრაობა შეაჩერეს, როგორც მსუბუქმა ავტომანქანებმა, ასევე სატრანზიტო, სატვირთო მანქანებმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათი თქმით, გზების გაწმენდისთანავე მოძრაობა აღდგება.

ამავე კატეგორიაში