ნაპირსამაგრი სამუშაოები ქობულეთში

22 აპრილი 2018, 00:00 1770 ნახვა

ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 მაისიდან განახლდება, რომელსაც სახელმწიფო სამშენებლო კომპანია შეასრულებს. უკვე მზადდება ბეტონის ნაკეთობები.  8 მილიონიანი პროექტის 1 ეტაპი 15 ივნისამდე უნდა დასრულდეს. ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება. 

თითქმის ორ კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა გასულ წელს დაიწყო თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება გაწერილ ვადებში ვერ შეასრულა, რასაც მოსახლეობის პროტესტი არაერთხელ მოჰყვა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთში  ნაპირსამაგრი სამუშაოები  დღეს დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში