ერევანში სარგსიანის პრემიერად დანიშვნას აპროტესტებენ

17 აპრილი 2018, 00:00 2266 ნახვა

აქციების მიუხედავად სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. პრემიერის არჩევას ფრაქცია ,,ელქის" მიერ ორგანიზებული ოთხდღიანი ქუჩის აქციები უძღოდა წინ. ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორგანიზებული მასობრივი მსვლელობა ,,სახალხო რევოლუციის" დასაწყისად გამოაცხადეს. ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.

დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მოსახლეობას სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხილვა არ სურს. აქციებზე ათობით დემონსტრანტი დააკავეს. ცნობისთვის 3 წლის წინ მეზობელ ქვეყანაში კონსტიტუცია შეიცვალა, რომლის თანახმადაც სარგსიანი პოზიციაზე 2022 წლამდე დარჩება. 

ცოტა ხნის წინ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სერჟ სარგსიანს პრემიერ მინისტრად არჩევა მიულოცა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. 

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში